вторник, 18 июля 2017 г.

ტურისტული კლუბის განაცხადი და შესაბამისი ატრიბუტიკა.


                            გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
       

ტურისტული კლუბის „ რელიქვიების მაძიებლების“ შექმნის შესახებ:


2016 წლის 12 ოქტომბერს დაბა აგარის საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა ტურისტული კლუბი.
კლუბის სახელწოდება:  „ რელიქვიების მაძიებლები“

კლუბის ლოგო:     

კლუბის დევიზი: „ წარსული საძირკველია აწმყოსი,ხოლო აწმყო- მომავალისა“
                                                                                                         ი. ჭავჭავაძე.


                                                 კ ლ უ ბ ი ს     წ ე ს დ ე ბ ა

მუხლი 1.    
ტურისტული კლუბი შექმნილია დაბა აგარის VII-IX
კლასების მოსწავლეთა ბაზაზე,იგი თავისი საქმიანობას წარმართავს ზოგადი
განათლების ეროვნული მიზნების შესაბამისად.

   მუხლი2. 
ტურისტული კლუბის მთავარი ამოცანაა:(მიზნებია)
 მოსწავლეების მხრიდან                                                                                                                     

ა)ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა  და ღირე-
ბულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

ბ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების,ინფორმაციის მოპოვების, დამუშავებისა და ანალიზის უნარის გამომუშავება.

გ) დამოუკიდებლად ცხოვრებისა და გადაწყვეტილების მიღება.                                                                    

დ) შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბება.

ე)კომუნიკაბელურ, კანონმორჩილ და ტოლერანტ მოქალაქედ ჩამოყალიბება.
მუხლი 3.  
ტურისტული კლუბის ფუნქციები:ამოცანების შესასრულებლად ტურისტული კლუბი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა)ქარელის მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიული და კულტურული ღირებულებების დათვალიერება მათი უკეთ გაცნობის მიზნით.                                                                                                                            ბ)წყაროების მოძიება და დამუშავება,                                                                                                             გ) სამუშაო შეხვედრების მოწყობა მოძიებული ინორმაციის გადასამუშავებლად.
დ) გასვლითი ღონისძიებები რაიონის მასშტაბით.
ე) ისტორიული და ქიმიური კვლევების ჩატარება რაიონში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი  ნივთიერი წყაროების შესახებ.
მუხლი4.
 ტურისტული კლუბის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები:
ა)პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტი.
ბ) კლუბში გაერთიანებული მოსწავლეების თანასწორუფლებიანობა.
გ)ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და შეუზღუდველობა.                                დ)ოპერატიულობა.


მუხლი 5.
ტურისტული კლუბის მართვა:
ტურისტული კლუბის ფუნქციონირება მოხდება სამი მიმართულებით:
1ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არქიტექრურული ძეგლების შესწავლა--- ხელმძღვანელი დაბა აგარის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი---ეკა ბალიაშვილი.

2   ქარელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ეთნოგრაფიული მასალისა და და ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლა, ხელმძღვანელი ---დაბა აგარის საჯარო სკოლის ისტორიის  მასწავლებელი--- ლია ყაულაშვილი.

3         არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოსა და თიხის ჭურჭლის და რაიონის ტერიტორიაზე არსებული თერმული წყლების ქიმიური შესწავლა და კვლევა, ხელმძღვანელი---დაბა აგარის საჯარო სკოლისქიმიის მასწავლებელი--- დარეჯან ბეგიაშვილი.

ყველა ხელმძღვანელი საჭიროებიდან გამომდინარე, ჩაატარებს კვლევით სამუშაოებს კლუბის წევრებთან.

თითოეული ჯგუფისათვის შედგენილია  სამუშაო გეგმა, რომელშიც გაწერილია სამუშაო შეხვედრების განრიგი და განსახორციელებელი აქტივობები,სამუშაო გეგმებს გაეცნობით კლუბის წესდების შემდგომ.


მუხლი 6.
 კლუბში გაწევრიანების უფლება;
კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ყველა მსურველი VII-IX კლასებიდან, რომლებიც დაინტერესდებიან ტურისრული ჯგუფის მიერ ჩასატარებელი კვლევითი სამუშაოებით. მსურველებს შევძლიათ შეავსონ ანკეტა როგორც წერილობით, ასევე ელექტრონულად, რომლის ნიმუში განთავსებულია facebook-ის ჯგუფში სახელწოდებით: „ტრადიციების კვალდაკვალ.“
მუხლი 7.
 ტურისტული კლუბის წევრების  უფლებები და მოვალეობები:
ა) მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საინტერესი საკითხების შესახებ.
ბ) მიიღოს მონაწილეობა დაგეგმილ აქტივობებში.                                                                                                   
გ) ხელმძღვანელების მხრიდან მოხდეს კლუბის წევრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
დ) საჭირო შემთხვევაში შედგეს მშობლებთან თანამშრომლოა.
ე) მოუფრთხილდეს და დაიცვას ეროვნული ღირებულები.
ვ)ისტორიული და კულტურული ღირებულებების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების შემთხევაში სასურველია,არ მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში.



განხორციელებული აქტივობებისა და ჩატარებული კვლევების შესახებ, კლუბის წევრებს მიეცემაღ საშუალება, მოაწყონ პრეზენტაცია კლუბის საქმიანობით დაინტერესებული აუდიტორიის წინაშე და ამით პროპაგანდა გაუწიონ ქვეყნის ტრადიციების, კულტურული და ისტორიული ღირებულებების მიმართ პიროვნული თვითშეგნების ამაღლებას.





ტურისტული კლუბის სამუშაო გეგმა და აქტივობების განხორციელების განრიგი.





N
 აქტოვობა

ჩატარების დრო
 მიზანი
მოსალოდნელი
შედეგი
მოსალოდნელი
საფრთხე
ხელმძღბანელები
შენიშვნა
 1
გასვლითი ღონისძიება დოღლაერის არქეოლოგიურ ობიექტზე. მცირე არქეოლიგიური მუშაობის ჩატარება,სამარხებ-ში აღმოჩენილი ნივთიერი წყაროების დათვ ალიერება,და მათი ისტორიული და ქიმიური ღირებულებების შესწვლა
2016 წლის ოქტომბერი
ბრინჯაოს
ხანის სამარხების გაცნობა.მონაწილეობის მიღება არქეოლოგიურ საქმიანობაში.
მოსწავლე გაიაზრებს,რომ ისტორია არის უწყვეტი პროცესი და ,რომ თანმედროვე საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური,სოციალური და კულტურული ღირებულებები სწორედ შორეული წარსულიდან მოდის.
კვლევის, ისტორიული აზროვნების, ისტორიული ეპოქის აღქმის უნარის გამომუშავება.
 ტრანსპორტირება, უამინდობა,
ეკა ბალიაშვილი. დარეჯან ბეგისშვილი.ლია ყაულაშვილი

2
 გასვლითი ღონისძიება არქეოლოგიური წყაროების დათვალიერების მიზნით ქარელის სამხარეო მუზეუმში.
2016 წლის დეკემბერი.
რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთიერი წყაროების გაცნობა და მათზე და ჩვენს ხელთ არსებულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით კვლევის ჩატარება მათი წარმოშობისა და მასალის რაობის შესახებ.
კვლევის, ინფორმაციის მოპოვების, ანალიტიკური აზროვნების,დასკვნების გაკეთების უნარის  გამომუშავება. ისტორიული ეპოქის დაკავშირება ქიმიური წარმოების განვითარებასთან.
ტრანსპორტირება.

მუზეუმის ხელმძღვანელის მხრიდან
მხარდაჭერაზე უარის თქმა.ძ
დარეჯან ბეგიაშვილი
ლია ყაულაშვილი, ეკა ბალიაშვილი.

3
გასვლითი ღონისძიება რუის ურბნისის არქიტექტურული და კულტურულ- ისტორიული ღირებულებების მქომე ძეგლების შესასწავლად.


2017 წლის აპრილი
რუის -ურბნისის ტაძრების გაცნობა.წყაროების მოძიება მათი მშენებლობის დროის, ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობის შესახებ. ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლა. ინფორმაციის მოძიება და კვლევის ჩატარება ადრეული ხანის ხუროთმოძღვრული ძეგლების სამშენებლო მასალის შესახებ.
დამოუკიდებელი ისტორიული კვლევა,,ისტორი ული კვლევა-ძიების მიზნის გა
ნსაზღვრა და დაგეგმვა.წერილობითი, ვიზუალური,ლიტერატურული და ისტორიული წყაროების მოძიება,ისტორიული დოკუმენტის ანალიზი,ჩატარებული კვლევის საფუძველზე ისტორიული თემის წერა.
ეპიგრაფიკული ძეგლების ორიგინალური ტექსტიდან წაკითხვაზე მოტივაციის არქონა. ტრანსპორტირება.
სამივე ხელმძღვანელი

4
ძამის ხეობაში ტურისტული ლაშქრობის მოწყობა იქ არსებული ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების შესწავლის, აგრეთვე, იქ არსებული თბილი და მჟავე წყლების გამოკვლევის მიზნით.
ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრება სოფელში
შემორჩენილი   ძველი წეს-ჩვეულებების შესახებ,  ინფორმაციის მოპოვების მიზნით

2017 წლის მაისი
 ძამის ხეობის არქიტექტურულ და ისტორიულ ძეგლებს გაცნობა.ასევე ამ ხეობის მნიშვნელიბის შესახებ ინფორმაციის მოძიება შუა საუკუნეების საქართველოს როგორც პოლიტიკური,ისევე სატრანზიტი-ეკონომიკური თვალსაზრისით.
ზეპირსიტყვიერი ინფორმაციის მოძიება სოფელში შემორჩენილი
ძველი ტრადიციების შესახებ.
 კვლევა,არგუმენტირებული მსჯელობა,საკუთარი დასკვნების გაკეთება და მათი დაცვა.კრიტიკული და შემოქმედებითი აზრივნება.
ასაკობრივი პრობლემა მეშვიდე კლასელების მხრიდან.
ამივე ხელმძღვანელი.

გარდა საერთო გეგმისა, ტურისტული კლუბის ხელმძღვანელებს გააჩნიათ საერთო გეგმიდან გამომდინარე პერსონალური მიმართულებიის სამოქმედო გეგმები, რომლებიც შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას და რომლის მიხედვითაც ცალ-ცალკე  ამუშავებენ   ტურისტული კლუბის  ბაზაზე   ჩამოყალიბებულ   სამუშაო წრეებს.


ეს გეგმები წარმოდგენილი გვაქვს კლუბის ძირითად სამუშაო გეგმასთან ერთად.



                            განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის:


                    მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა
                         გ     ა     ნ     ა     ც     ხ     ა     დ     ი
                   
                       
                            მოსწავლის პირადი მონაცემები
სახელი

გვარი

 
პირადი ნომერი















დაბადების თარიღი






სქესი

                                                       რიცხვი          თვე          წელი
                                                  მოსწავლის საკონტაქტო მონაცემები
რეგიონი

რაიონი

ტელ.


მისამართი

ელ.ფოსტა


სოციალური სტატუსი

სკოლა




  ვადასტურებ, რომ მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს.

ხელმოწერები:
მოსწავლე                ___________________                                 თარიღი _____ / ______ / ________ წ.

მასწავლებელი       ___________________                                  თარიღი _____ / ______ / ________წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий