კვლევა

ეკოლოგიური განათლება მდგრადი
განვითარებისათვის

,, ასწავლო დღეს ისე, რომ ფიქრობდე მომავალზე ‘’

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა) 





       
                             
            პედაგოგიური   პრაქტიკის   კვლევის
                                    ანგარიში

კვლევაში  მონაწილეობისთვის  მადლობას  ვუხდით  სკოლის 
საბუნებისმეტყველო კათედრის  პედაგოგებს,  კვლევაში  მონაწილე 
კლასის  დამრიგებლებს.  ნ. ხვედელიძეს  ,  ე. ბალიაშვილს,  ხ. 
ბაღაშვილს  და დირექტორის  მოადგილეს  დ. წოწოლაშვილს.




სსიპ  ქრელის  რაიონის  დაბა  აგარის  საჯარო  სკოლის                                                 ქიმიის მასწავლებელი :     დარეჯან ბეგიაშვილი
ბიოლოგიის  მასწავლებელი  :  ელზა  ხომასურიოძე

                       ელ.ფოსტა  dareWWdare@gmail.com
                                            elizakhomasuridze@gmail.com

                                             2018  წელი


                                                         სარჩევი
1.შესავალი
2. კვლევის მიზანი
3კვლევის შედეგები
4.ლიტერატურის მიმოხილვა                        
5.  კვლევისთვის გამოყენებული მეთოდები
6. თვისობრივი კვლევის სამიზნე ჯგუფები
და ინსტრუმენტები
7. კითხვები ფოკუს-ჯგუფისთვის/ინსტრუმენტი
 ფოკუს-ჯგუფისთვის
8. რაოდენობრივი კითხვარის შემუშავება
 9. კითხვები მოსწავლეთათვის
10. მონაცემთა ანალიზი
11. მონაცემებს წარმოგიდგენთ დიაგრამების სახით
ოზონის შრის არსებობის შესახებ
12. კვლევის  მიგნებები
13. ინტერვენცია/ჩარევა
14.  საკლუბო მუშაობა და აღნიშნული პრობლემების წინ წამოწევა
15. პროექტებით სწავლა.
 16. უნივერსტეტთან თანამშრომლობა
 17.  ინტერვენციის  შეფასება
18. რეკომენდაციები
 19. დასკვნა


                                                             1. . შესავალი
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან დღემდე არნახული ტემპის ტექნიკური პროგრესია მთელ მსოფლიოში,  უზარმაზარი ნაბიჯები გადაიდგა მეცნიერების ყველა დარგში - მაგრამ გაჩნდა მომხმარებლური დამოკიდებულება გარემოსა და ბუნების მიმართ - ადამიანი მონდომებით შეუდგა თავისი საცხოვრებელი გარემოს განადგურებას - ჯერ შეუგნებლად, გაუაზრებლად შემდეგ კი - ტექნიკური პროგრესის ინერცია იმდენად მაღალია, რომ შეჩერება გვიჭირს!..
 ადამიანებმა დავანაგვიანეთ, დავწვით მოვსპეთ გავჩეხეთ დავაზიანეთ, გავაფუჭეთ...
ნავთობით და ნავთობპროდუქტებით დავაბინძურეთ მსოფლიო ოკეანე და დღის წესრიგში დადგა სუფთა, მტკნარი წყლის პრობლემა
უმართავი ხანძრების შედეგად გავანადგურეთ ასობით ჰექტარი ტყე და გავაუარესეთ ჰაერის ხარისხი
საყოფაცხოვრებო ნაგვით დავანაგვიანეთ მდინარეები
ცელოფანი და პამპერსი გადავაკარით დედამიწას
ზოგიერთი დიდი ქარხნის ნარჩენებით დაბინძურებულ ქაფიან  მდინარეებში თევზი გაწყდა ან შეეგუა პირობებს და საკვებად გახდა უვარგისი
დნობა დაიწყო მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალების მარადიულმა ყინულებმა და ღმერთმა იცის, რა შედეგს მოიტანს იგი...
ნახშირორჟანგის რაოდენობის კატასტროფული მატების შედეგს უკვე ვიმკით კარებზე მომდგარი სათბურის ეფექტის სახით
აღარაფერს ვამბობთ ყველაფრის მომსპობი მჟავა წვიმების შესახებ
 და  ყველა ეს „ სიკეთე“ უკვე ერთად გვიკაკუნებს  კარებზე
და უკვე დროა (თუ დაგვიანებულიც არაა უკვე!) გონზე მოვიდეთ და ვეცადოთ  ჩვენს მიერ წახდენილი საქმის გამოსწორებას!
პრობლემა ძალიან სერიოზულია გლობალურია და არაერთი თაობის ძალისხმევის შედეგად უნდა შეიცვალოს ბუნებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება

ეს პრობლემა  განსაკუთრებულდ მნიშვნელოვანი ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის -
          რომელიც  თავისი საქმიანობით ეს-ესაა გამოდის მსოფლიო ასპარეზზე და თავის დამკვიდრებას ისეთივე ველური ხერხებით ცდილობს, როგორც ეს გააკეთეს  თავის დროზე დღევანდელმა მაღალგანვითარებულმა ქვეყნებმა 
          სადაც ეს-ესაა იწყებს განვითარებას კაპიტალიზმი - შენდება ფაბრიკები და ქარხნები და  გამონაბოლქვი აირები კატასტროფით ემუქრებიან დედა-ბუნებას
          სადაც პირველ ნაბიჯებს დგამს   ტურიზმი და სტუმრებთან ერთად კიდევ უფრო ნაკლებად გავუფრთხილდებით და დავაბინძურებთ ბუნებას
          სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურესად გაჭირვებულია და სათბობით და საკვებით ტყიდან ან მდინარიდან მომარაგდება




                                    2.    კვლევის მიზანი 

საბუნებისმეტყველო საგნები მთელი სასკოლო კურსის განმავლობაში ისწავლება, დაწყებული პირველი კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით; ესგ გეგმით,  თითოეულ საფეხურზე, მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მას სხვადასხვა დოზით მიეწოდება ინფორმაცია სამყაროში მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც მას უჩენს ინტერესს გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენის და შეცნობის მიმართ,უყალიბდება გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები,უვითარდება კრიტიკული აზროვნება, ვითარდება დამოკიდებულება გარემოს მდგრადი განვითარების პრინციპებს - ცოდნა), დაკვირვების, აღწერის, ჰიპოტეზების გამოთქმის, მონაცემთა ანალიზის (კვლევის უნარ-ჩვევები) უნარებს და  გარემოზე ზრუნვასა და პასუხისმგებლობას(დამოკიდებულებას) შორის;
ესგ შემუშავება ხდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საფუძველზე, რომლის ერთ-ერთი დებულება ასეთია „ ბუნებრივი გარემო პირობების სენარჩუნება და დაცვა, რომელიც თანახმადაც  მოზარდმა უნდა იცოდეს რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს იგი, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ადამიანმა მას თავისი საქმიანობით და როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო;
კვლევის მიზანია, განვსაზღვროთ,  რა  ცოდნას ფლობს მოზარდი გარემოში მიმდინარე  ზოგიერთი პროცესის შესახებ, იყენებს თუ არა და როგორ იყენებს მოსწავლე გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას სკოლის გარეთ, - ოჯახში, ბაღში მუშაობისას,როცა ოჯახს ეხმარება,  ექსკურსიაზე, და სხვაგან,ესაჭიროებათ თუ არა დახმარება და რა დროს





3. კვლევის შედეგები

ოდამეერთე საუკუნემ  უამრავი გამოწვევების წინაშე დააყენა ადამიანი, უპირველეს ყოვლისა კი -   თავისი მავნე საქმიანობის  შედეგების გამო; კაცობრიობა მძევალი გახდა იმ დილემისა, რომელიც თავადვე შექმნა ტექნიკური პროგრესის მიღწევებისგაუფრთხილებელი გამოყენების გამო;
თანამედროვე მოსწავლეები დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ატარებენ - კითხულობენ, ხატავენ, უსმენენ მუსიკას ან უბრალოდ, ერთობიან - თამაშობენ!დროის ასე გატარება უფრო სახალისოა ახალგაზრდისათვის, ვიდრე წიგნით და წიგნთან ერთად; თუმცა რამდენად იღებენ იმ აუცილებელ ცოდნას ლოკალური და გლობალური პრობლემების შესახებ, უცნობია; ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სამივე საფეხურზე, ასაკის შესაბამისად, მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემებს, სწავლობენ  მათი პრევენციის და გადაჭრის გზებს;
   ჩვენ, როგორც გამოცდილი პედაგოგები, დავინტერესდით რამდენად იცნობენ უფროსკლასელები სხვადასხვა ეკოლოგიურ პრობლემებს, შეუძლიათ თუ არა მსჯელობა მათ შესახებ, არჩევენ თუ არა რომელი პრობლემაა ლოკალური და გლობალური, შეუძლიათ თუ არა მათ ამ პრობლემების ერთმანეთთან დაკავშირება,ან თავიანთი საქმიანობით შეუძლიათ თუ არა ზოგიერთი პრობლემის( სასუქების გამოყენება, ცელოფნების დაყრა  და სხვა)
კვლევის შედეგების ანალიზის შედეგად გვექნება საშუალება გავიგოთ რა იციან და რა არ იციან აღნიშნულ პრობლემების შესახებ ახალგაზრდებმა, შეგვეძლება მათ დავანახვოთ პრობლემების გადაუჭრელობის შემთხვევაში რა ზიანი მიადგება ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს  და მის საცხოვრებელ გარემო; ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით,  შეგვეძლება დავგეგმოთ   და განვახორციელოთ ინტერვენცია სხვადასხვა აქტივობებით ეკოლოგიური განათლების დონის ამაღლების მიზნით

4. ლიტერატურის მიმოხილვა

      მე-20 და 21-ე საუკუნეში არნახული ტემპით განვითარდამსოფლიო ეკონომიკა, რამაც ზოგჯერ შეუქცევადი პროცესები გამოიწვია, კერძოდ ბუნებრივი რესურსების განადგურებამ და გარემოზე ზემოქმედების უგულებელყოფამ შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დააყენოს.
    საქართველოს გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელოვან ღონისძიებებსა თუ გადაწყვეტილებების მიღებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. გადაიდგა პირველი ნაბიჯები ეკოლოგიიდან გარემოსდაცვითი განათლების იდეების განვითარებაში. ბოლო წლებში საგრძნობლად ამაღლდა საზოგადოების ცნობიერება ამ მიმართულებით და მდგრადი განვითარების პრინციპები საგანმანათლებლო პროგრამებში აისახა - განათლების სისტემამ აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა მდგრადი განვითარების პრინციპების დაგეგმვაში. მაგ. ესგ-ში მოცემულია ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაეკოლოგიური წიგნიერება, რომელიც გვეხმარება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გარემოსდაცვითი პრობლემების გააზრებაში, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ადგილის გაცნობიერებასა და პასუხისმგებლობის აღებაში ბუნებრივ და სოციალურ გარემოში.
      განათლების ექსპერტების, სპეციალისტებს და პოლიტიკის შემმუშავებლებს შორის ჩამოყალიბებულია ერთიანი მიდგომა კონკრეტული ეკო პრობლემებისადმი რომელიც ზოგადად მსოფლიოში დგას. ამის მიზეზი არის ის ანთროპოგენური ცვლილებები, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს ცხოვრების ყველა სფეროში. მართალია მკვეთრად გაიზარდა მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგრამ გაჩნდა სრულიად ახალი დაავადებები, ასევე გაჩნდა ახალი პროფესიები, რომლებიც მეცნიერულად შეისწავლიან გარემოში მიმდინარე პროცესებს.
   მდგრადი განვითარება გულისხმობს პოზიტიურ ცვლილებებს, გარემოსა და სოციალურ სისტემებში, რომელზეც ყველანი ვართ დამოკიდებულნი. მდგრადი განვითარება არის ისეთი საზოგადოების მშენებლობა სადაც ისე მოგვარდება სამყაროში არსებული პრობლემები , რომ ყველა ადამიანს ექნება დაცულობის განცდა.
      მდგრადი განვითარება ითვალისწინებს კულტურათაშორის დიალოგს, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ბუნებრივი რესურსების დაცვას, კატასტროფების თავიდან აცილებას, სიღარიბის დაძლევას და და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებას და ამაღლებას.
     განათლება მდგრადი განვითარებისთვის არის ახლებური ხედვა, რომელიც ეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს და უპირველეს ყოვლისა მოზარდს მასშტაბურად გაიაზროს სწრაფად ცვალებადი სამყაროს პრობლემები.
    როგორ ვასწავლოთ დღეს ისე, რომ ვიფიქროთ მომავალზე? არაერთი მაღალი დონის დოკუმენტები შეიქმნა ამ რთულ კითხვაზე პასუხის გასაცემად.( მაგ. გაეროს კომისია 18 ქვეყნის განათლების ექსპერტების მონაწილეობით)
    თითოეული სხვადასხვა საგნის პედაგოგი ჩართულნი არიან მდგრადი განვითარების ტრენინგებში, რის შემდგომაც თითოეული მათგანი ცდილობს გარკვეული დოზით ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მიღებული ინფორმაცია მიიტანოს მოსწავლეებამდე და მოსწავლეებს გამოუმუშაონ პრობლემებისადმი ჰოლისტური მიდგომა. - ჩამოუყალიბონ ინტეგრირებული აზროვნება, შეძლონ სირთულეებისთვის თავის გართმევა და გააცნობიერონ პრობლემის გადაჭრაში თავისი ჩართულობა და ხარისხი.
    ფორმალური და არაფორმალური განათლების დროს ვცდილობთ ვასწავლოთ და ვისწავლოთ მოსწავლეებისგან გლობალური და ლოკალური პრობლემების დანახვა , ერთად გავეცნოთ სათანადო ლიტერატურას, ვმსჯელობთ, ვისმენთ ვითვალისწინებთ ერთმანეთის მოსაზრებებს, კრიტიკულად ვაფასებთ მათ და საჭიროების შემთხვევაში არგუმენტირებულად თავსმოუხვევლად ვუსაბუთებთ მოსწავლეებს ჩვენი პოზიციის სისწორეს.
    სწორედ ლოკალური და გლობალური პრობლემების გათვალისწინებით დავგეგმეთ ჩვენი პედაგოგიური კვლევა, შევადგინეთ კითხვარი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრობლემების ირგვლივ, გავაკეთეთ კვლევის ანალიზი და შევადგინეთ ინტერვენციის გეგმა.
    ჩვენი აზრით კვლევა საჭირო და დროული იყო , ხოლო ინტერვენციის შედეგები მომავალში  თვალსაჩინო გახდება საგაკვეთილო  და საკლუბო მუშაობის დროს.


                          5.  კვლევისთვის გამოყენებული მეთოდები

კვლევისთვის გამოვიყენეთ თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები
 თვისობრივი მეთოდები (ფოკუს-ჯგუფები, ჯგუფური დისკუსია)გულისხმობს წინასწარ შემუშავებული საკითხების ჯგუფურ განხილვას დადისკუსიებს სამიზნე ჯგუფებთან ერთადკვლევის დამხმარეინსტრუმენტად გამოყენებული იქნა სადისკუსიო გეგმა      
რაოდენობრივი( კითხვარი) მეთოდების გამოყენება ზოგადად უზრინველყოფს კვლევის მაღალ ხარისხს და  მის სანდოობას
ამ მეთოდების გამოყენებამ მოგვცა საშუალება დაგვედგინა პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, განგვეხორციელებინა ინტერვენცია წინასწარი გეგმით და დაგვედგინა ინტერვენციის პოზიტიური შედეგები


6. თვისობრივი კვლევის სამიზნე ჯგუფები
და ინსტრუმენტები

თვისობრივი კვლევისთვის ფოკუს - ჯგუფი შეირჩა მაღალი აკადემიური მოსწრების მეცხრე და მეათე  კლასის მოსწავლეებისგან - სულ 15 მოსწავლე აქედან ერთ ჯგუფში მუშაობდა 7 მეცხრე კლასელი, მეორეში - 8 მეათეკლასელი; ჯგუფები მუშაობდნენ ცალ-ცალკე
აგარა სამრეწველო დაბაა და მისი მაცხოვრებლებისთვის უცხო არაა ზოგიერთი ეკოლოგიური პრობლემა და ფოკუს-ჯგუფებში დისკუსიამ ნათელი წარმოდგენა შეგვიქმნა საკითხის მიმართ საზოგადოებაში არსებული ცოდნისა და დამოკიდებულების შესახებ
ფოკუს-ჯგუფები  ამ  კლასებიდან იმიტომ შეირჩა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, ქიმიასა და ბიოლოგიაში ამ კლასებში ეცნობიან და იღრმავებენ ეკოლოგიურ განათლებას, ეცნობიან მსოფლიოს ეკოლოგიურ პრობლემებს, მათ მავნე გავლენას და მათთან ბრძოლის მეთოდებს;
ფოკუს-ჯგუფების მოდერატორი  იყო ბიოლოგიის მასწავლებელი




7. კითხვები ფოკუს-ჯგუფისთვის/ინსტრუმენტი
 ფოკუს-ჯგუფისთვის

ფოკუს-ჯგუფებისთვის ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგების მიერ წინასწარ იქნა შედგენილი გზამკვლევი - კითხვარი, რომლის მეშვეობითაც გავეცანით მოსწავლეთა ცოდნის დონეს ეკოლოგიის მიმართულებით და თვისობრივიკვლევის შედეგები გამოვიყენეთ კითხვარის შედგენისას
 მოდერატორმა თითოეულ ჯგუფში თანამიმდევრულად დასვა შემდეგი კითხვები
          რა იცით ეკოლოგიური პრობლემების შესახებ
          რა გამოწვევების წინაშე დგას აგარის მოსახლეობა ეკოლოგიური თვალსაზრისით
          არის თუ არა ეს გამოწვევები ლოკალური გარემოსთვის დამახასიათებელი თუ ისინი გლობალური მასშტაბისაა
          აქვს თუ არა აზრი ეკოლოგიურ პრობლემებთან ბრძოლას

ფოკუს-ჯგუფების მუშაობის ანალიზმა  აჩვენა, რომ მეათე კლასის მოსწავლეები  იცნობენ სხვადასხვა სახის ეკოლოგიურ პრობლემებს - მჟავა წვიმებს, გლობალურ დათბობას, ოზონის ხვრელის არსებობას და რეალურად მსჯელობენ გამომწვევ მიზეზებზე, ასევე ფიქრობენ პრევენციაზე და შეუძლიათ საუბარი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაზე
მეცხრე კლასის მოსწავლეებს გაუჭირდათ მსჯელობა ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, ასევე ვერ დააკავშირეს ერთმანეთთან ლოკალური და გლობალური პრობლემები, ფიქრობენ რომ ცივილიზაციის განვითარების ბრალია ეს ყველაფერი და მისი თავიდან აცილება არ შეიძლება

ორი თვის განმავლობაში ორჯერ ჩატარდა ფოკუს-ჯგუფების მუშაობა 1სთ 30წთ ხანგრძლივობით;  ასევე მეცხრე-მეათე კლასელებთან ინდივიდუალურად ან/და  წყვილებში ვმართავდით მცირე 3-5წთ -იან დიალოგებს საკითხის ირგვლივ
თვისობრივი მეთოდების გამოყენებამ მოგვცა საშუალება დაგვედგინა მიზნობრივი ჯგუფები რაოდენობრივი კითხვარისთვის, კერძოდ, გადაწყდა რომ კითხვარი მოგვემზადებინა მეცხრე კლასის მოსწავლეთა ჯგუფისათვის



8. რაოდენობრივი კითხვარის შემუშავება

კვლევის რაოდენობრივი მეთოდებიდან გამოყენებული იქნა წინასწარ შედგენილი კითხვარი.
კითხვარი შედგებოდა ორი ბლოკისგან: 13  დახურული და 3 ღია კითხვა
კითხვარის შევსების დრო  - 30-45წთ


                              
  9.   კითხვები მოსწავლეთათვის

1.რა მეცნიერებაა ეკოლოგია
ა. მეცნიერება სამყაროს წარმოშობისა და მისი განვითარების შესახებ                                                                      
ბ.  მეცნიერება ცხოველებისა და ფრინველების შესახებ                                                                  
     გ. მეცნიერება   რომელიც ცოცხალ ორგანიზმებს შორისურთიერთკავშირებსაგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსა და მათ საცხოვრებელგარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის.                                                                        დ. არც ერთი პასუხი არაა სწორი                                                                                            ე. არ მსმენია ამის შესახებ

2.რა არის  ოზონის შრე  
ა.   აირი რომელიც დედამიწას იცავს მზის მავნე რადიაციისგან                                                            
 ბ. აირი, რომელსაც არ გააჩნია არავითარი დანიშნულება                                                                                
       გ. მძიმე სითხე რომელიც დალექილია შავი ზღვის ფსკერზე                                                                                          
     დ. სითხე, რომელიც წყალს არ ერევა და მასზე მძიმეა                                                                              
   ე.არცერთი პასუხი არაა სწორი

3.სად მდებარეობს ოზონის შრე
ა.ატმოსფეროს ზედა ფენებში - 10 კმ-ზე მაღლა                                                                                         
  ბ.ატმოსფეროს ქვედა ფენებში - 10 კმ-ზე დაბლა                                                               გ. კოსმოსში                                                                                                                                                          დ.არვიცი                                                                                                                                                              
   ე.სამივე  პასუხი  სწორია

4. რა დანიშნულება აქვს ოზონის შრეს
ა. ასეთი ნივთიერება სამყაროში არ არსებობს                                                                                                                 
   ბ.  არ გააჩნია არავითარი დანიშნულება                                                                                                
      გ. დედამიწას იცავს მზის მავნე რადიაციისგან                                                                                                             
  დ.  პასუხი არ გამაჩნია                                                                                                                                      ე.არცერთი პასუხი არაა სწორი

5. როგორ ავიცილოთ ოზონის ფენის რღვევა
ა.არ  დავანაგვიანოთ გარემო                                                                                                                                  ბ.ეს მხოლოდ  ჩვენზე არ არის დამოკიდებული                                           
გ.იცავს წყლის რესურსს                                                                                                      დ. ნაკლებად გამოვიყენოთ სამაცივრე ფრეონები და აეროზოლები                                ე.არ ვიცი

6. ჩამოთვალეთ გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორები / თქვენი აზრით, ყველაზე მეტად რა ფაქტორები აბინძურებს გარემოს
ა. ტექნოგენური მოვლენები                
ბ.მანქანის გამონაბოლქვი                                                                   
გ.ფაბრიკა - ქარხნები                                     
დ. სტიქიური მოვლენები                                                                     
ე. ყველაფერი ერთდ

7. რა არის ეკოსისტემა
 ა. ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროს ერთიანი სისტემა
 ბ. მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმების ერთიანი სამყარო
 გ.ეკოლოგიური მიკროსისტემა
 დ. ცოცხალი ორგანიზმების და მათი საარსებო გარემოს ერთობლიობა                                                                                        
ე. არ გამიგია ასეთი სისტემის რეალურად არსებობის შესახებ                 

8.რა  იწვევს ეკოსისტემის დაბინძურებას                                                                                                                           
 ა. ნაგვის დაყრა               ბ. სტიქიური მოვლენები                                          
  გ. ნავთობის გაჟონვა         დ. სამივე ჩამოთვლილი                                        ე.არცერთი პასუხი არაა სწორი

9. ნიადაგის დამაბინძურებელი ფაქტორებია                                                                  ა.მჟავა წვიმები                                                                                    
ბ.ნავთობი                                         
გ.ნიტრატების ჭარბი მოხმარება                                                    
 დ. სამივე ერთად                                                       
ე. ნიადაგის დაბინძურება საერთოდ შეუძლებელია

10 . ჰაერის დამაბინძურებელი წყაროებია                                                                            ა.უფრო მეტად  ბუნებრივი დამაბინძურებლები (მაგ.ვულკანები)                                                                                                              
ბ.უფრო ადამიანის მოქმედებით გამოწვეული დაბინძურება (მაგ.ინდუსტრია)   გ.ტრანსპორტის მუშაობისას , წარმოებაში ან მეურნეობაში საწვავის წვა                                                     
დ.სამივე ერთად                                                                                                                                                                        
 ე.არ მაქვს არანაირი ინფორმაცია


11.რა იწვევს CO2-ის მატებას ჰაერში                                                                                                            
 ა.სათბობის წვა                                              ბ. ტყის მასივების გაჩეხვა                                                                                  
გ.ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი                 დ.სამივე ერთად                                                                                                                                                                   
ე. CO2-ის მატებას საუკუნეები დასჭირდება 

12. რას იწვევს CO2-ის მატება ჰაერში                                                                                                                  
 ა.არაფერს                                            ბ.ორთქლდება მეტი რაოდენობის წყალი   გ.სათბურის ეფექტს                           დ.შენობების  ნგრევას                                                 ე.არც ერთი პასუხი არ არის სწორი

13.როგორ შეიძლება მოხდეს წყლის დაბინძურება
ა.ქიმიური და ნავთობქიმიური ქარხნების ნარჩენებით                                                        ბ. საყოფაცხოვრებო ნარჩენებით                                                                                            გ.ტყის მასივების გაჩეხვით და დაწვით                                                                                დ.სამივე ფაქტორი იწვევს დაბინძურებას                                                                            ე. არც ერთი არაა სწორი

14.მთელი  მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით,მოწინავე განვითარებულ ქვეყნებში ტარდება  ხე-ტყის მასივების აღდგენის და ხელოვნური ტყის  გაშენების კამპანიები, რაც უკავშირდება ჟანგბადის მარაგის შევსებას და გლობალური დათბობის უარყოფითი შედეგების შემცირებას; იმსჯელეთ, რატომ





15.იმსჯელეთ, როგორ შეიძლება წარმოიქმნას  მჟავა წვიმები და რა მავნე გავლენის მოხდენა შეუძლია მჟავა წვიმას გარემოზე; მოიყვანეთ თქვენი საცხოვრებელი გარემოს დაბინძურების  კონკრეტული მაგალითი




16. როგორ იყენებთ  მინერალური სასუქებს თქვენს საოჯახო მეურნეობაში; იმსჯელეთ, რამდენად ბინძურდება თქვენი საცხოვრებელი გარემო სასუქების გამოყენებით

10. მონაცემთა ანალიზი

პირველ კითხვაზე -  რა მეცნიერებაა ეკოლოგია - მეცხრეკლასელთა 96% სწორად პასუხობს რომ ეკოლოგია არის მეცნიერება   რომელიც ცოცხალორგანიზმებს შორის ურთიერთკავშირებსაგრეთვე ცოცხალ ორგანიზმებსადა მათ საცხოვრებელ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას შეისწავლის., მხოლოდ 3% -მა არ იცის არაფერი ამის შესახებ  ;  ოზონის შრის არსებობის, მისი მდებარეობის და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე მსჯელობა შეუძლია    მოსწავლეთა 67%,      მაგრამ რა იწვევს მის  რღვევას ან როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან   ეს პროცესი, სწორად ვერ პასუხობს      21%, არ აგუგია ამის შესახებ არაფერი - 8%, პასუხისგან თავი შეიკავა 4%-მა
შემდეგ შეკითხვაზე -  რა აბინძურებს გარემოს ყველაზე მეტად - დამაბინძურებელ ფაქტორად მანქანის გამონაბოლქვს  თვლის 10%,    ფაბრიკა - ქარხნების გამონაბოლქვს და ნარჩენებს - 26%, ხოლო       60% თვლის რომ ყველა ფაქტორი -  ტექნოგენური მოვლენები,                   მანქანის გამონაბოლქვი,    ფაბრიკა - ქარხნების დამაბინძურებელი საქმიანობა,                                      სტიქიური მოვლენები იწვევს გარემოს მეტისმეტად დაბინძურებას;
      შემდეგი შეკითხვები ეხებოდა ნიადაგის, ჰაერის და წყლის დაბინძურების ფაქტორებს;     წყლის დაბინძურებაზე მნიშვნელოვან გავლენას, მოსწავლეთა 56%-ის აზრით,      ახდენს   ქიმიური და ნავთობქიმიური ქარხნების ნარჩენები,რომლებიც წყალში ხვდებიან; საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება მოსწავლეთა აზრით, ნაკლებად მნიშვნელოვანია და მხოლოდ 3% ასახელებს მას წყლის დაბინძურების მიზეზად, ხოლო  ტყის მასივების გაჩეხვას ან  ტყის ხანძრებს მხოლოდ  5% ასახელებს                                                                                                                                                                                                       
          ნიადაგის დამაბინძურებელ მოვლენად  3% ასახელებს მჟავა წვიმებს ,57% -  ნავთობს და ნავთობპროდუქტებს ;6% თვლის რომ ნიადაგის დაბინძურება შეუძლებელია ჩამოთვლილი ფაქტორებით,    ნიტრატების ჭარბად მოხმარებას მხოლოდ 3% თვლის ნიადაგის დამაბინძურებელ მოვლენად; 
    ჰაერის დაბინძურების წყაროებზე სწორად მსჯელობს მოსწავლეთა 53%, ხოლო საერთოდ არ იცის ამ მოვლენაზე არაფერი- 6%-მა; ხოლო 41% მეტ-ნაკლებად ასახელებს დაბინძურების წყაროებს
როგორც კითხვარიდან ჩანს დავინტერესდით რა იცოდნენ მოსწავლეებმა ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობის  მატებაზე და მის მავნე გავლენაზე; აღმოჩნდა რომ ჰაერში CO2-ის მატების მიზეზად სათბობის წვას ასახელებს 7%;     ტყის მასივების გაჩეხვას და ზოგადად, ტყის მასივების შემცირებას - 3%,     ხოლო ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვს- 13%, დანარჩენი მოსწავლეები - 63% - სწორად მსჯელობენ  CO2-ის მატების მიზეზებზე, თავს იკავებს - 10%
აქვე დავინტერესდით     ერთი დიდი ეკოლოგიური პრობლემით - იციან თუარა მოსწავლეებმა რა  უარყოფითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ნახშირორჟანგის რაოდენობის მატებამ  ჰაერში;  მოსწავლეთა მხოლოდ 57% საუბრობს სათბურის ეფექტზე და მის გამომწვევ სათბურის აირებზე, 7% თვლის, რომ      CO2-ის მატებით არაფერი იცვლება, 3% ჰგონია, რომ ამ დროს ორთქლდება დიდი რაოდენობით წყალი,  13% საერთოდ ვერ საუბრობს  და ვერ  აკონკრეტებს   ეს რატომაა პრობლემა ხოლო დანარჩენი 20% თავს იკავებს თავისი პასუხის დაფიქსირებისაგან                                                                                                                                                                                                                          


11. მონაცემებს წარმოგიდგენთ დიაგრამების სახით
                               ოზონის შრის არსებობის შესახებ






                                                                       


                                                                   























12. კვლევის  მიგნებები

მოსწავლეთა და მშობელთა  გამოკითხვის შედეგების ანალიზისას გამოიკვეთა რამოდენიმე მნიშვნელოვანი  მიგნება:

        მოსწავლეთა  გარკვეულ   ნაწილს   არ გააჩნია საკმარისი ეკოლოგიური განათლება, რის გამოც მათი ეკოლოგიური ცნობიერება დაბალია.


        მოსწავლეები სრულად ვერ აცნობიერებენ იმ  საფრთხეებს  ,რაც შეიძლება მოყვეს ეკოლოგიური  განათლების არ ქონას.


        მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ კითხულობს  შესაბამის ლიტერატურას და  გაკვეთილზე  მიღებულ ცოდნას  ნაკლებად იყენებს საჭიროების შემთხვევაში


             სიტუაციებში: (მაგ: ექსკურსია,  საოჯახო  მეურნეობ, პიკნიკი) .


                                              

13. ინტერვენცია/ჩარევა

კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შევეცადეთ გაგვეხორციელებინა ინტერვენცია - ჩარევა;  შევარჩიეთ რამოდენიმე აქტივობა,რომელთა განხორციელებით  ამაღლდება მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერება და გაუღრმავდებათ ცოდნა პრობლემურ საკითხებზე,

N
აქტივობის დასახელება
ვადები
შემსრულებელი
შენიშვნა
1
საკლუბო მუშაობის გაფართოვება და აღნიშნული საკითხების წინ წამოწევა.

II სემესტრი
ეკოკლუბი

2
პროექტებით სწავლა
II სემესტრი
ქიმიის და ბიოლოგიის მასწავლებლები

3
თანამშრომლობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო კათედრასთან საბავშვო უნივერსიტეტთან
მთელი
წელი
ეკოკლუბის წევრები და მასწავლებლები

4
საქართველოს წითელი წიგნის და წითელი ნუსხის განხილვა.
II სემესტრი
ბიოლოგიის მასწავლებელი

5
უდიდესი პიროვნებების -ბუნების ქომაგების ცხოვრების და მოღვაწეობის განხილვა.

II სემესტრი
ეკოკლუბის წევრები საბუნებიმეტყველო კათედრასთან ერთად

6
საგაკვეთილო პროცესში ეკოლოგიური საკითხების და ცნობიერების წინ წამოწევა.

მთელი წელი
ქიმიის და ბიოლოგიის მასწავლებლები

7
ეკოლოგიური კონფერენციის ჩატარება

II სემესტრი
IX-X კლასის მოსწავლეები

8
 სასკოლო აქციის მოწყობა პროექტის „ დაასუფთავე საქართველოს“ ფარგლებში - „დაბა   ნარჩენების  გარეშე“.
II სემესტრი
ეკოკლუბის წევრები










14.  საკლუბო მუშაობა და აღნიშნული პრობლემების წინ წამოწევა

 აგარის საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ეკოკლუბი ,,იმედი ‘’ ,სადაც განიხილება  ის პრობლემური საკითხები,რაც არსებობს დაბაში,რეგიონში ან ქვეყანაში. ამ მიმართულებით ეკოკლუბის წევრების  მიერ არაერთი გახმაურებული ეკოლოგიური პროექტებია შექმნილი, ამჟამად კლუბი ორი მიმართულებით მუშაობს
1)      დამწვარი და დაზიანებული ტყის მასივების აღდგენაში მონაწილეობა
2)      გავრცელებული საშიში მავნებლის - აზიური ფაროსანას კვლევა

აღნიშნული საკითხების ირგვლივ ჩვენი ეკოკლუბის წევრებმა პრეზენტაცია გამართეს თსუ საბავშვო უნივერსიტეტში.მათი გამოსვლა დაიბეჭდა უნივერსიტეტის გაზეთში. ეკოკლუბი თანამშრომლობს საბუნებისმეტყველო კათედრის ახალგაზრდა მეცნიერებთან




15. პროექტებით სწავლება.

პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა კვლევითი უნარების და ლოგიკური აზროვნების ჩამოყალიბებაში საგაკვეთილო და არასაგაკვეთილო პროცესში
ეკოლოგიურ პროექტებზე მუშაობა დიდ ცოდნასა და გამოცდილებას სძენს მოსწავლეს და ამაღლებს მის ეკოლოგიურ აზროვნებას, ამ მიზნით განხორციელებული გვაქვს მრავალი გახმაურებული და მნიშვნელოვანი პროექტი. მაგალითად ’’ SOS- ტყეში საშიში მავნებელია’’
 ,,ბუნება მბრძანებელია’’, ,,ტყე შეუნახე შვილებსა’’, ,,დედამიწა ნარჩენების გარეშე’’ ...
მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით ჩატარდა ეკოგაკვეთილი დევიზით : ,,ვიმგზავროდ გონივრულად , ვიცხოვროთ უკეთესად ‘’ მოსწავლეებს ვესაუბრეთ ღონისძიებათა ერთობლიობების შესახებ, რომლებიც ხორციელდება კლიმატის ცვლილებების  შედეგებთან შესაგუებლად
მოსწავლეთა ეკოლოგიური განათლების ამალების მიზნით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ არაფორმალურ განათლებას. ტრენინგები,,ფილმები,ექსკურსიები,დაბინძურებულ და დაზიანებულ ადგილებში დასუფთავების აქციების მოწყობა და სხვა...
   საქართველოს ფლორამ და ფაუნამ ბოლო წლების განმავლობაში იცვალა სახე.ბევრი მცენარე და ცხოველი ანთროპოგენური ფაქტორების ზემოქმედებით გადაშენდა, განადგურდა  ან გადაშენების საფრთხის წინაშეა, ამის გასაცნობიერებლად მოსწავლე უნდა იცნობდეს საქართველოს  წითელი წიგნის არსს ,მასში შესულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობებს;  ესეც ერთ-ერთი გზაა მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებისკენ, რითაც მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გარემოსთან ურთიერთობების სწორი უნარ-ჩვევები, რაც ხელს შეუწყობს საუკუნეების მანძილზე არსებული და დღეისათვის დავიწყებული ტრადიციული წონასწორობის აღდგენას ადამიანსა და ბუნებას შორის.
ეკოლოგიურ განათლებასა და ეკოლოგიურ ცნობიერებაზე,როცა ვსაუბრობთ და ვცდილობთ ამ მიმართულებით ავუმაღლოთ ცნობიერება,არ შეიძლება არ მოვუთხროთ მათ იმ პიროვნებების შესახებ რომლებმაც ამ საქმეს შესწირეს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები , გავაცნოთ მათი მოღვაწეობა და ღვაწლი.პირველ რიგში გავიხსენეთ და ჩავატარეთ ღონისძიება რომელიც მივუძღვენით ქართული ბუნების მინდიას-ბატონ ნიკო კეცხოველს.  

                          16. უნივერსტეტთან თანამშრომლობა

       ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო კათედრასთან და „საბავშვო უნივერსიტეტთან“ სკოლა თანამშრომლობს 2008 წლიდან. ერთობლივად განხორციელებული გვაქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა ფაეგლებში ეკოკლუბის წევრებმა  უნივერსიტეტში გააკეთეს პრეზენტაციები.
        მომავალ სასწავლო წელს დაგეგმილ სასკოლო კონფერენციაზე მოვიწვვევთ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ახალგაზრდა თანამშრომლებს და სტუდენტებს, რომლებთან ერთად განვიხილავ კვლევის ინტერვენციის შედეგებს და ერთად დავგეგმავთ სამომავლო საქმიანობას. მონაწილეობას მივიღებთ ჩვენს მიერ შექმნილი რესურსით ბორჯომ-ხარაგაულის ტყე- პარკის დამწვარი ტყის აღდგენაში.
       გარდა ამისა ეკოკლუბის საშემოდგომო სხდომაზე შევაფასებთ პროექტის „დაასუფთავე საქართველოს“ ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს.
                           
                                                17.  ინტერვენციის  შეფასება

  ინტერვენციის   განხორციელების  შედეგად   ამაღლდა  მოსწავლეტა ეკოლოგიური
 ცნობიერების დონე  , გაიზარდა მოსწავლეთა მოტივაცია  გარემოს დასუფთავების   ,
 ნარგევების გამოყვანის და   დარგვის      ნარჩენების დახარისხების ირგვლივ. ისინი
არამარტო ოჯახებში გამოიყენებ  მიღებულ ცოდნას  არამედ, სამეზობლოში და
სანათესაოშიც.  მოაწყობენ პერიოდულად   ააქციებს  სკოლისსა და მის მიმდებარე
ტერიტორიაზე    დასუფთავებისა და   თავის მიერ გამოყვანილი    ნარგავების
  დარგვით. მონაწილეობას მიიღებენ  დამწვარი და დაზიანებული ტყის აღდგენაში
 და ასევე   დაგეგმავენ     შემდგომ აქტივოებებს   გავრცელ;ებული მავნებლის 
  აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში.(  ამ მიზნით მათ ჩაატარეს გარკვეული
კვლევითი სამუშაოები,   რომლის პრეზენტაციაც შედგა ახალგაზრდულ უნივერსიტეტში და გაშუქდა   მათივე      გაზეთში.)




18. რეკომენდაციები

        გაკვეთილის დაგეგმვისა და ცატარების დროდ რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს გაკვეტილი მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს , რომ აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება ეკოლოგიურ საკითხებზე თუნდაც ორი წუთი.

        ყოველ საწრეო მუშაობაზე ზგემის ფარგლებში უნდა ხდებოდეს ახალი საკითხების წარმოდგენა, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას.

        პროექტებით სწავლება ისე უნდა წარიმართოს, რომ თიოეული მოსწავლისთვის იყოს საინტერესო და სასიამოვნო. უნდა შეძლოს თითოეულმა მოსწავლემ პრობლემის იდენტიფიცირება, პრევენცია და მისი გადაჭრის გზების დანახვა. მასწავლებელი გზადაგზა გეზს, მიმართულებას აძლევდეს მოსწავლეებს, რათა სწორად წარიმართოს პროცესი და არ იყოს პროექტზე მუშაობა მათთვის მოსაწყენი.

        ექსკურსიებისა და ლაშქრობების დროს მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ და ვესაუბროთ იმ ეკოლოგიურ პრობლემებზე რაც მოგზაურობის დროს შეიძლება შეხვდეს. უნდა შეძლოს მოსწავლემ საკუთარი აზრის დაფიქსირება, მსჯელობა, რა შეიძლება გამოიწვიოს ყოველივე ამან და ლოგიკური კავშირების დამყარება.

        დღევანდელმა სკოლამ უნდა აღზარდოს მოსწავლეები იმ სულისკვეთებით, რომ თითოეული მათგანის  სულში ხმიანობდეს სიტყვები: ,, დავიცვათ დედაბუნება - ნუ დავარღვიეთ წესია“.


                                                                   19. დასკვნა

   როგორც ვხედავთ 21- ე საუკუნეში მწვავედ დაგა პრობლემა ,, ადამიანი - ბუნება“ და გაჩნდა შესაბამისი ტერმინი - ,,ეკოლოგიური კრიზისი“ . ამ პრობლემების მოგვარებაში არ შეიძლება სახელმწიფოს მოიმედეთ ვიყოთ. აქ დიდი როლი ეკისრება მოსწავლეთა და სტუდენტთა სათანადოდ აღზრდას და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მათში. ვთვლით, რომ სწორედ ისინი არიან 21- ე საუკუნის თაობა რომლებმაც უნდა მიიღონ სათანადო ეკოლოგიური განათლება, რათა დავიცვათ დედამიწა ეკოლოგიური კატასტროფებისაგან. ვთვლით რომ ეს ჩვენი პედაგოგებისა და სკოლის გასაკეთებელი საქმეა.
    ჩვენი კვლევა გრძელდებოდა ერთი წლის განმავლობაში, ანკეტირება და მონაცემთა ანალიზი გაკეთდა სასწავლო წლის დასაწყისში, ხოლო აქ განხორციელებული აქტივობები/ ინტერვენცია მიმდინარეობდა ექვსი თვის განმავლობაში.
         მოქმედების სტრატეგიები და ინტერვენციები , თანამშრომლობა კოლეგებთან, მშობლებთან, უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო კათედრასთან, საწრეო და საკლუბო მუშაობა დაგვეხმარა იმაში, რომ დაგვენახვებინა და აგვეხსნა მოსწავლეებისთვის როგორი საფრთხის წინაშე არიან ისინი.
      ინტერვენციის შედეგებისა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების კვლევას გავაგრძელებთ მომავალ წლებშიც სხვა საფეხურის ბავშვებთან.
       ვგეგმავთ, რომ ჩვენი კვლევის შედეგები მომავალ სასწავლო წელს განვიხილოთ განახლებული ეკოლოგიური კლუბის სხდომაზე, ასევე საბუნებისმეტყველო კათედრის სხდომაზე. კათედრასთან და კლუბთან ერთად დავგეგმავთ და ჩავატარებთ სასკოლო კონფერენციას თემაზე: „ეკოლოგიური განათლება  მდგრადი განვითარებისთვის“.

------------------------------------------------------------------------------------

                                 

                                   რეფლექსია

 ჩვენი ,პედაგოგიური პრაქტიკის ხანგრძლივმა  გამოცდილებამ და დაკვირვებამ, გვიჩვენა, რომ მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში მიღებული  ეკოლოგიური განათლება საკმარისი არ არის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის რაც უნდა ჰქონდეს  21-ე საუკუნის მოსწავლეს  ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით.
    ამ დაკვირვებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ პედაგოგიუირ პრაქტიკის კვლევა სწორედ ამ მიმართულებით დაგვეგეგმა და გაგვეხორცილებინა. ამსაუკუნემ  უამრავი გამოწვევების წინაშე დააყენა ადამიანი,  უპირველეს ყოვლისა კი -   თავისი მავნე საქმიანობის  შედეგების გამო; კაცობრიობა მძევალი გახდა იმ დილემისა, რომელიც თავადვე შექმნა ტექნიკური პროგრესის მიღწევებისგაუფრთხილებელი გამოყენების გამო;
თანამედროვე მოსწავლეები დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ატარებენ -  კითხულობენ, ხატავენ, უსმენენ მუსიკას ან უბრალოდ, ერთობიან - თამაშობენ!დროის ასე გატარება უფრო სახალისოა ახალგაზრდისათვის, ვიდრე წიგნით და წიგნთან ერთად; თუმცა რამდენად იღებენ იმ აუცილებელ ცოდნას ლოკალური და გლობალური პრობლემების შესახებ, უცნობია; ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, სამივე საფეხურზე, ასაკის შესაბამისად, მოსწავლეები ეცნობიან სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემებს, სწავლობენ  მათი პრევენციის და გადაჭრის გზებს;
   ჩვენ, პედაგოგები, დავინტერესდით რამდენად იცნობენ უფროსკლასელები სხვადასხვა ეკოლოგიურ პრობლემებს, შეუძლიათ თუ არა მსჯელობა მათ შესახებ, არჩევენ თუ არა რომელი პრობლემაა ლოკალური და გლობალური, შეუძლიათ თუ არა მათ ამ პრობლემების ერთმანეთთან დაკავშირება,ან თავიანთი საქმიანობით შეუძლიათ თუ არა ზოგიერთი პრობლემის( სასუქების გამოყენება, ცელოფნების დაყრა  და სხვა)
კვლევის შედეგების ანალიზის შედეგად დავინახეთ რა იცოდნენ და რა არ იცოდნენ აღნიშნულ პრობლემების შესახებ ახალგაზრდებმა, შევძელით დაგვენახვებინა ეს პრობლემები და მათი გადაუჭრელობის შემთხვევაში რა ზიანი მიადგება ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს  და მის საცხოვრებელ გარემო; ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით,  შევძელით დაგვეგეგმა და გაგვეხორცილებინა ინტერვენცია სხვადასხვა აქტივობებით ეკოლოგიური განათლების დონის ამაღლების მიზნით.
       მოსწავლეები   ფორმალურ და არაფორმალურ განათლების საფუძველზე შეძლებენ მიღებული ცოდნის გამოყენებას:  ოჯახში, სამეზობლოში,საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე და  ქუჩაში.
      კოლეგებისთვის ეს კვლევა აქტუალურია  იმიტომ,რომ ნებისმიერი საგნის სწავლებისას თითოეული მასწავლებელი უნდა შეეხოს  ეკოლოგიურ პრობლემებს და ნათლად დაანახოს მოსწავლეებს ის უარყოფითი შედეგები ,რაც ადამიანს ბუმერანგის  პრინციპით უკან უბრუნდება. ექსკურსიების ,ლაშქრობების, ბუნებაში ჩატარებული გაკვეთილების დროს  გათვალისწინოს და  დაანახოს ანტროფოგენური ფაქტორის უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და სამეურნეო საქმიანობაზე.
 ეკოლოგიური განათლება არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გამჭოლი კომპეტენცია,რომელიც მოიცავს ყველა საგანს და ეხება როგორც ადამიანს და მის სიცოცხლეს,ისე ყველა ცოცხალ ორგანიზმს ჩვენს პლანეტაზე,.
   ,,სიციცხლე არის მხოლოდ მიწაზე,მაშ მიეშველე ,მაშ უდარაჯე!!!

Комментариев нет:

Отправить комментарий