среда, 27 июня 2012 г.

ბუნების საოცრებები


                                     საკლასო პროექტი
„ბუნების უდიდესი საოცრებები-სტალაქტიდები და                               სტალაგმიტები“
პროექტის პრობლემა:როგორ წარმოიქმნებიან დედამიწის სიღრმეში კარსტულ გამოქვაბულებში სტალაქტიდები და სტალაგმიტები
პროექტის მიზანი:
1) კალციუმის და მისი ნაერთების შესწავლა
  2)ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, კვლევის,ვარაუდის გამოთქმის, მსჯელობის, შედარების, ანალიზის უნარ-ჩვევების ფორმირება
3)ბუნებრივი რესურსების მოვლა-პატრონობა-გამოყენება
მოსალოდნელი შედეგი:
1)მოსწავლეები გაეცნობიან როგორ ხდება ბუნებაში კალციუმის ნაერთების წარმოქმნა და გარდაქმნა;
2)ერთმანეთთან დააკავშირებს ანუ თეორიულად ნასწავლს და პრაქტიკულად - ნანახს;
3)გაიაზრებს,რატომ არ წარმოიქმნება ასეთი საოცარი ფიგურები ყველგან;
4)დაასკვნის,რატომაა უძველესი შენობები (ეკლესია-მონასტრები) მკვიდრად ნაშენი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კირითაა აგებული ,და რატომ არიან ისინი მუდმივად
ნესტიანი
5)იძიებს ინტერნეტში სათანადო ინფორმაციას,მუშაობს პროგრამებში Word   და PowerPoint
იყენებს ციფრულ აპარატურას
ე ს გ მისაღწევი შედეგი  ქიმ.XI  7
1)   მოსწავლე ახასიათებს ქიმიურ ელემენტებს და მათ ნაერთებს;
2)   მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ
ინდიკატორები:
 1) ახასიათებს ქიმიურ ელემენტებს და მათ მნიშვნელოვან ნაერთებს;
2)მსჯელობს ქიმიური ელემენტების როლსა და გამოყენებაზე
აქტივობები:
1)ვიდეოფაილის „საქართველოს კარსტული მღვიმეები“შექმნა და დათვალიერება
2)წიგნიდან „სათაფლია“ ზოგიერთი ადგილების  გახსენება; მსჯელობა ამ ნიადაგების ქიმიურ შედგენილობაზე;
3)სკოლაში არსებული მინერალების კოლექციის  დათვალიერება;
4)სახელმძღვანელოზე მუშაობა;
5)ექსპერიმენტის დაგეგმვა-ჩატარება ქიმიის ლაბორატორიაში
6)ქიმიის ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენება  
7)“გუგლის დედამიწის“ გამოყენება საქართველოს კარსტული გამოქვაბულების მოსანიშნად
სარგებელი სხვათათვის:
1) ბლოგის შექმნა და მისი საშუალებით საქართველოს ზოგიერთი კუთხის განსხვავებული კუთხიდან დანახვა და თანატოლთათვის მისი გაცნობა;
2)თავიანთი შექმნილი ვიდეოფაილის გამოყენება სხვა (მაგ.დაწყებით)კლასებში და სხვა გაკვეთილებზე
3);ნანახის და განცდილის გაზიარება მეგობრებისთვის
პროექტის განხორციელების გზები:  პრეზენტაცია,  ექსკურსია
საკლასო მენეჯმენტი: ინდივიდუალური დავალებები,წყვილებში და ჯგუფებში მუშაობა,
კლასი: მეთერთმეტე
დრო:10 დღე
საგანთაშორისი კავშირები:
 ქართული ლიტერატურა,გეოგრაფია,ისტორია,ხელოვნება,ისტ-„გუგლი დედამიწა“
რესურსები:
1)ქიმიის ვირტუალური ლაბორატორია
2)სათანადო მასალა ექსპერიმენტისთვის
3)საქართველოს კონტურული რუკა,ფერადი ფანქრები
4)მსოფლიოს კარსტული მღვიმეები _ ინტერნეტიდან
5)ცნობილი მღვიმეების ისტორია-ინტერნეტი
6)ქიმიის სახელმძღვანელო
7)ფოტოაპარატი,კომპიუტერი,პროექტორი,“გუგლის დედამიწა“