გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის თემა
ამინომჟავები
მასწავლებლის სახელი და გვარი
ბეგიაშვილი დარეჯანი
სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო საფეხური, XIIკლ.
მოსწავლეთა რაოდენობა
29
გაკვთილის მნიშვნელობა
მოსწავლე ეფექტიანად იყენებს ისტ საშუალებებს  ქიმიის გაკვეთილზე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
·         შედარების, ანალიზის, დასკვნის გაკეთების,პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება
·         შედარება:არაორგანული მჟავებისა და ორგანული მჟავებისა
·         ამიაკის ფუძე თვისებების მიზეზის გახსენებ
·         ამინომჟავების თვისებების გაცნობა
·         ამინომჟავების გამოყენება
ესგ მისაღწევი შედეგები
·         ატარებს ცდას ნახშირწყალბადთა და  მის ნაწარმთა ფიზიკური თვისებების გამოსაკვლევად
·         სარგებლობს შესაბამისი სამეცნიერო ტერმინოლოგიით,ერთმანეთს ადარებს ბიო და სინთეზურ პოლიმერებს,მსჯელობს მათი დანიშნულების შესახებ
წინასწარი ცოდნა
·         არაორგანული მჟავები,მათი აღნაგობა,მჟავური ნაშთის განსაზღვრა და ვალენტობა,მათი ფუძიანობა;შედარებაკარბონმჟავებთან; ინდიკატორთან ურთიერთქმედება
·         ამიაკის თვისებები,დონორულ-აქცეპტორული ბმის წარმოქმნა,ინდიკატორის ფერის ცვლილება
·         ორპოლუსიანი იონი-დიპოლ
შეფასების საგანი და პროცედურები
გამოვიყენებ წინასწარ მომზადებულ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკას:
·         შევაფასებ:  პრეზენტაციის უნარს,
·         დამოუკიდებელი მუშაობის უნარს
·         შედარების,ანალიზის,დასკვნის დამოუკიდებლად გაკეთების უნარს;
·         დროის მართვის უნარს
·         ისტ ფლობის უნარს
სააწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
·         კომპიუტერი,ქიმიის ვირტუალური ლაბორატორია
·         დაფა,ცარცი,რვეულები,XIIკლასის ქიმიის სახელმძღვანელო
·         ინდიკატორების ფერადი ტაბულა,ნახატიანი ტაბულა
·         სინჯარები, ინდიკატორის ქაღალდი,ამინოძმარმჟავა
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზაციო საკითხები-1წთ.
კედელზე ჰკიდია ფერადი ნახატი.მასზე გამოსახულია:მანქანისაკუმულიატორი,მკვახე ვაშლი,გატეხილი კვერცხი გულით და ცილით
Aფაზა-გამოწვევა-8 წთ
·         აქტივობა1-2წთ-რა ვიცით მჟავების შესახებ-დაფაზე წინასწარ მომზადებული ცხრილის-ვიცი,მინდა ვიცოდე,  და მეორე  პუნქტის შევსება
·         აქტივობა 2-2წთ-გადავუგზავნი დავალებას ყველა მოსწავლეს ინდივიდუალერად-ჩამოთვლილი არაორგანული ნაერთებიდან წაშალონ ყველა გარდა მჟავებისა,განსაზღვრონ მათი მჟავური ნაშთები და ვალენტობა
·         აქტივობა 3-2წთ-ვუგზავნი უკვე ორგანულ ნაერთებს იგივე დავალებით
·         აქტივობა 4-2წთ-ვწერ დაფაზე ამიაკის NH3 ფორმულას და ვკითხულობ რომელი თვისებების-ფუძე თუ მჟავურის-მქონეა იგი და რატომ. ვაანალიზებთ ყველა მოსაზრებას და ვაკეთებთ დასკვნას-იგი ფუძე თვისებების მქონეა
·         აქტივობა 5-1წთ-განვიხილავთ ფუზე-მჟავური ინდიკატორების ტაბულას
B ფაზა-23 წთ
·         აქტივობა 1- 5 წთ-დაფაზე ვწერ ამინომჟავას ფორმულას  და ვსვამ გაკვეთილის ძირითად კითხვას:
რა თვისებები უნდა ჰქონდეს ამ ნაერთს?
·         აქტივობა 2- 8 წთ-წიგნზე მუშაობა-ა)ჩამოვწეროთ ამინომჟავების ფორმულები
ბ)დავწეროთ ამინოძმარმჟავას დისოციაციის განტოლება
გ)ვხსნი ბიპოლარული იონის წარმოქმნის მექანიზმს
·         აქტივობა 3-10წთ-ვუგზავნი დავალებას:ვმოქმედოთ ამინოძმარმჟავა ა) HCl  ბ) NaOH
C ფაზა-შეფასება-13წთ
·         აქტივობა1-5წთ-ვაანალიზებთ ,რამდენად სწორად შეასრულეს მიცემული დავალება და დაფაზე ვწერთ განტოლებებს სწორად
·         აქტივობა 2-2წ-გავარკვევ ექსპერიმენტით,იცვლის თუ არა ფერს ინდიკატორის ქაღალდი ამინომჟავაში
·         აქტივობა3 -3წთ-მუშაობა ვირტუალურ ლაბორატორიაში
·         აქტივობა 2-2წთ-დავასრულებთ ცხრილს- გავიგე
·         აქტივობა 3-2წთ-განვიხილავთ ფერად ნახატს, რომელიც გამოკრული დახვდა კლასს- ბავშვები მიხსნიან   აკუმულიატორში-გოგირდმჟავა, მკვახე ვაშლში- ვაშლის მჟავა, კვერცხის ცილა და გული-  რა კავშირშია ამინომჟავებთან?