среда, 25 июня 2014 г.

დღე ....შემდეგი

საგაკვეთილო პროექტი  -" წითელი, ყვითელი, მწვანე" - ოდნავ შეცვლილი ფორმატით და სათაურით  - " წითელი, ყვითელი,ჭრელი" - წარვადგინეთ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე, სადაც მოვხვდით 30 საუკეთესოს შორის და მასწავლებელიც და მოსწავლეებიც დაგვაჯილდოვეს სიგელით და ძალიან საინტერესო წიგნებით 

среда, 7 мая 2014 г.

დღე მეცხრე

დასრულდა ძალიან შინაარსიანი და დაძაბული დღეები! ამთვენახევარში წუხელის პირველად აღარ დამსიზმრებია ნათიას დავალებები! ძალიან მაგარი სერტიფიკატი ავიღე! საოცარი რაღაცეები ვისწავლე და უკვე გული მწყდება, თუმცა არ გემშვიდობები, ნათი, ანიმოტოს ტრენინგზე გესტუმრები უახლოეს დღეებში!..

воскресенье, 4 мая 2014 г.

დღე მერვე

-ძალიან რთული და შრომატევადი, ძალიან დატვირთული და ძალიან საინტერესო...-
ეს არის, ჩემი აზრით,  დღევანდელი დღის რეალური დახასიათება;
კმაყოფილი ვარ ტრენინგით,ეს ის არის, რაც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს;
მადლობა მასწავლებლის სახლს, ამგვარ ტრენინგებზე რომ გვიწვევს და ამ ტრენერს -ნათიას- რომ გვიგზავნის!
გული მწყდება, მალე რომ უნდა დასრულდეს...

პროექტის "წითელი, ყვითელი, მწვანე" პორტფოლიო

суббота, 3 мая 2014 г.

დღე მეშვიდე

ნელ-ნელა მიიწურა ძალიან დატვირთული, ძალიან შინაარსიანი და სავსე დღეები;  თავიდან შიშით დავიწყე - მოვერეოდი თუარა ზღვა მასალას; ახლა გული მწყდება - სიამოვნებით კიდევ ერთხელ შევხვდები ჩემს საყვარელ ნათიას ახალ ტრენინგზე!

вторник, 29 апреля 2014 г.

დღე მეექვსე

ცოტა დავისვენე და მერე დავიწყე ჩანაწერის გაკეთება
ჯერ მხოლოდ ექვსი დღეა გასული და უკვე იმდენი რამ ვისწავლე – ნორმალური ბუკლეტი,პროექტის გეგმა, შეფასების რუბრიკა, ჩეკ–ლისტების გამოყენება, ვიდეოს გადმოტანა ბლოგზე youtube-დან, ვისწავლე რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნიკური "წვრილმანი" – ერთი სიტყვით, წარმოუდგენელი რაღაცეები დავძლიე....
გმადლობთ, ნათია!

суббота, 26 апреля 2014 г.

აბრეშუმის ჭიები სკოლაში


დღე მეხუთე

ვიბრძვი " გრანდიოზული" გეგმების განხორციელებისთვის;ვწირავ ყველაფერს, რაც გამაჩნია:დროს, თვალებს, ნერვებს და  ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ მივიწევ მიზნისკენ.. გზამკვლევი არაჩვეულებრივი მყავს – მცოდნე, ენერგიული. დაუზარელი, თბილი, ტკბილი –  ნათია! მართლა განსაკუთრებული დღე იყო – 4 საათი 4 წუთივით გავიდა...

სასიცოცხლოდ აუცილებელი


среда, 23 апреля 2014 г.

დღე მეოთხე




ეს დღეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ავტვირთეთ საპრეზენტაციო მასალა, რომელსაც წინასწარ შევურჩიეთ დიზაინი. საკმაოდ გართულდა მასალა, მაგრამ იმავე დროს – ძალიან საინტერესო გახდა. უკვე შეგვიძლია ერთიმეორის ბლოგზე კომენტარის გაკეთება!

среда, 16 апреля 2014 г.

დღე მესამე

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დოკუმენტის გაზიარების შესწავლა;                                  ასევე  ძალიან საინტერესო იყო პროექტის გეგმაზე მუშაობა  –  მე და ჩემს მოსწავლეებს რამდენიმე სერიოზული პროექტი გვაქვს წინა წლებში გაკეთებული და ყოველთვის იყო პრობლემები: რამდენი სიტყვა, მიზანი, შედეგი,სტანდარტი, თანამიმდევრობა – ეხლა კი, –  ა, ბატონო, ინებე, აგერაა ყველაფერი, იმუშავე, თუ არ გეზარება... 

вторник, 15 апреля 2014 г.

დღე მეორე



კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. რაღაცეები მახსოვდა კარგად, რაღაცეები ნათიამ ძალიან კარგად შემახსენა; მე მგონი, არ უნდა გამიჭირდეს, მიუხედავად ჩემი ძალიან დაძაბული გრაფიკისა;ასე მგონია, ნათიასთან ერთად შეუძლებელს შევძლებთ ყველა!!!

суббота, 12 апреля 2014 г.

დღე პირველი



ჩემი თქვენთან შეხვედრა სამუშაო რეჟიმში ყოველთვის სასიამოვნო და დატვირთულია. გვაჩვენებთ, გვასწავლით და გვეხმარებით აუცილებელი და საჭირო სიახლეების გაცნობიერებასა და ათვისებაში.დიდი მადლობა საინტერესო გაკვეთილებისა და თანამშრომლობისთვის!
                                                 სიყვარულით და პატივისცემით დარეჯანი